გაიცანით ზოდიაქოს თითოეული ნიშანი მათი პიროვნული თვისებების მიხედვით

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რაღაც უნიკალური თვისება აქვს. ასტროლოგიური ნიშანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებაზე, ქცევასა და ემოციებზე. ის ასევე ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და გაიგოთ მეტი თქვენი კავშირების შესახებ.

ზოგადად, ადამიანები მხოლოდ ერთი მახასიათებლით არ გამოვირჩევით და ჩვენი პიროვნება მრავალი თვისებისგან შედგება. ამ თვისებებიდან ზოგი უფრო გამოკვეთილია, ზოგი კი შედარებით პასიური, თუმცა მაინც ჩვენი ხასიათის განმსაზღვრელი.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ეს 12 სქემა და გაიგოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშანს რა პიროვნული თვისებები აერთიანებს.

1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

35% – ბუნებით ლიდერი

20% – შეჯიბრის მოყვარული

20% – მოსწონს სიკეთის კეთება და სხვებზე ზრუნვა

15% – გულწრფელია და მოსწონს გარისკვა

10% – ადვილად იწყენს და მალე კარგავს ინტერესს

2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

25% – ხშირად ფიქრობს ფულზე

20% – ძალიან აფასებს მეგობრობას

15% – პატიობს, მაგრამ არასდროს ივიწყებს

20% – უყვარს დროის მარტო გატარება

20% – ჯიუტია და რთულად იცვლება

3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

30% – გახსნილია და სიახლეებისადმი მიმღები

20% – არ მოსწონს მოსაწყენი ადამიანები

15% – ხალისიანი და ენერგიულია

20% – აკლია თვითკონტროლი

15% – ცდილობს სიტუაცია ყოველთვის აკონტროლოს

4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)

20% – მოქნილი და ადვილად ადაპტირებადია

20% – ძალიან კრეატიული და წარმოსახვითია

20% – მგრძნობიარეა და ადვილად ეცვლება განწყობა

10% – არაფერი ავიწყდება ადვილად და შესანიშნავი მეხსიერება აქვს

30% – აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა

5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

25% – მოსწონს ამაღელვებელი მომენტები და სიამოვნებს, როცა აღმერთებენ

15% – მუდმივად ცდილობს სხვისი კარგი შეფასების მოპოვებას

25% – მოსწონს დრამების შექმნა

15% – ახასიათებს იმპულსური შოპინგი

20% – ძალიან ერთგული და გულწრფელია

6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

40% – ზედმეტად ბევრს ფიქრობს და რთულად ენდობა ადამიანებს

15% – საუკეთესოდ გამოსდის მეგობრების ერთად შეკრება და გართობა

10% – ჯიუტია და ძნელია მასთან ურთიერთობა

20% – სოციალურია და ადვილად იძენს მეგობრებს

15% – მისი სიტყვები დანის ჩაცემასავით მტკივნეულია

7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

20% – გულწრფელია და ყველაფერი იოლად გამოსდის

10% –  სულ ყიდულობს საყვარელ, მაგრამ გამოუყენებელ ნივთებს

20% – მოსწონს კომპლიმენტების თქმა

20% – ადამიანებზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ისინი ამჟღავნებენ

30% – მშფოთვარე სოციალური პეპელაა

8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

45% – დაუნდობლად პირდაპირი და ხისტია

20% – საყვარელია, მაგრამ შეუძლია სხვას ატკინოს

10% – ადვილად ეფანტება ყურადღება

10% – ეშინია გახსნის და ემოციების გაზიარების

15% – წყნარი და მარტოსულია

9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

50% – ხშირად აბსოლუტურად ნამდვილი და გულწრფელია

20% – აქვს სუფთა გული და კარგი განზრახვები

10% – არ ფიქრობს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს

10% – ყველგან სიხალისე შეაქვს

10% – ნებისმიერ საკითხზე შეუძლია კამათი

10. თხის რქა (21 დეკემბერი – 20 იანვარი)

20% – მისმა მზერამ შეიძლება გაგანადგუროს

20% – ძალიან სანდო ადამიანი და მეგობარია

10% – საოცრად ენერგიული და ცანცარაა ახლო მეგობრების გარემოცვაში

25% – ძალიან ამბიციური ვორკაჰოლიკია

25% – მეტისმეტად მკაცრი გამომეტყველება აქვს

11. მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

25% – ბევრი კომპლექსი და სირთულე აქვს

25% – თავგადასავლებისთვის არის დაბადებული

20% – ძალიან დაკვირვებულია და ფრთხილად არჩევს სიტყვებს

15% – ბევრ დროს არ კარგავს არაფრისმომცემ რაღაცებზე

15% – იცის როგორ გაატაროს დრო კარგად

12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

45% – მოსწონს, როცა სხვები მის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ

15% – ძალიან სწრაფი და დაუფიქრებელია

15% – საკუთარი ნეგატიური ენერგია სხვებზე გადააქვს

20% – ხშირად ფიქრებში იკარგება

5% – დრამატული და ბავშვური ქცევები აქვს

მაშ ასე, ეს გახლდათ პატარა სტატისტიკა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე. თქვენ თუ ეთანხმებით თვისებების ამგვარ განაწილებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ დაემთხვა მოცემული სქემები თქვენს ხასიათს!

Leave a Reply