ახალმა ოპტიკურმა ილუზიამ ძალიან დააინტერესა ინტერნეტის მომხმარებლები. საიდუმლო იმაშია, რომ ის გაჩვენებთ შავი ხვრელის გაფართოების პროცესს, როდესაც მას დიდხანს უყურებთ. მოგეხსენებათ, რომ ოპტიკური ილუზიები არის სახალისო საშუალება ჩვენი თვალებისა და ტვინის მოსატყუებლად, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს აღქმას და გვაიძულებენ დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს.
ასე რომ, დღეს გთავაზობთ გასართობ გზას თქვენი აღქმისა და რეალობის დასაპირისპირებლად. ამჯერად ჩვენი ,,გმირი” შავი ხვრელის ილუზიური ტესტია.
შავი ხვრელის გაფართოების ილუზია
ექსპერტების აზრით, ეს ახალი სტილის ოპტიკური ილუზია შექმნილია იმისთვის, რომ მოატყუოს ტვინი და გაფიქრებინოთ, რომ თითქოს ღრმა და ბნელ ადგილას გადადიხართ, მაგალითად, გამოქვაბულში ან გვირაბში.
აბა დავიწყოთ? დაიწყეთ ყურება, ოღონდ არ შეგეშნდეთ, ხვრელი არ შეგითრევთ!
ხედავთ, როგორ ფართოვდება შავი ხვრელი?
ამ შავი ხვრელის ოპტიკური ილუზიის უკან მეცნიერება დგას
ადამიანების უმეტესობას ატყუებს ეს ოპტიკური ილუზიის ტესტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. ის გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ ბნელი „შავი ხვრელის“ კადრი სტატიკური გამოსახულების ცენტრშია და ის ისე სწრაფად იზრდება, თითქოს მისკენ ვმოძრაობდეთ.
ეს იყო ფსიქოლოგების – ბრუნო ლაენგის, შოაიბ ნაბილისა და აკიოში კიტაოკას კვლევის ნაწილი. კიტაოკა არის ფსიქოლოგი Ritsumeikan University-ში კობეში, იაპონია. ხოლო ლაენგი და ნაბილი არიან ფსიქოლოგები ოსლოს უნივერსიტეტში, ნორვეგიაში.
თეთრ ფონზე, რომელიც გაფორმებულია პატარა შავი წრეებით, არის მასიური შავი წრე, რომელიც გარშემორტყმულია მუქი ჩრდილებით. ეს ერთობლიობა ქმნის ილუზიას.
როდესაც ადამიანი ათვალიერებს გამოსახულებას რამდენიმე წამის განმავლობაში, მუქი წრის მონაკვეთი, თითქოს ვრცელდება გარე მიდამოებზე, რის გამოც ვიზუალი ცნობილია როგორც “შავი ხვრელის გაფართოება”.
მკვლევარებმა თქვეს, რომ 50 ადამიანიდან დაახლოებით 86%, ვინც ამ ოპტიკური ილუზიის ტესტს უყურებდა, მზარდი სიბნელის კადრს ხედავდა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ილუზია ეფუძნება იმას, თუ როგორ აღიქვამს ტვინი სინათლის დონის ცვლილებას. თუმცა, 7 ადამიანიდან ერთი ვერ ხედავს შავი ხვრელის მოძრაობას და ექსპერტებმა ჯერ არ იციან ამის მიზეზი.
ამ სურათის ბირთვში არსებული ბნელი და დიდი წერტილის ნაწილი წააგავს გამოქვაბულში ან გვირაბში შესასვლელს, ხოლო მიმდებარე პატერნები იძლევა იმის შეგრძნებას, რომ ტესტის მაყურებელი მისკენ მიემართება.
აბა, რა სიტყვით, თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეძლო შავი ხვრელის მოძრაობის აღქმა? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და შთაბეჭდილება შავი ხვრელის ილუზიის ტესტის შესახებ!