ოპტიკური ილუზიის ტესტები ძალიან სახალისოა. ზოგიერთი რთულია, ზოგი კი ადამიანს საკუთარი თავის შესახებ არსებული საიდუმლოებების შესახებ უყვება. მაგალითად, დღევანდელი ტესტი გეტყვის, რა მიმზიდველი მხარეები გვაქვს და რა მოსწონთ სხვებს შენში.
ეს ტესტი უკრაინელმა მხატვარმა ოლეგ შუპლიაკმა შექმნა. ვიზუალი ცხადყოფს, თუ რა არის ყველაზე მომხიბვლელად თქვენში. ეს კი იმის მიხედვით დგინდება, თუ რომელ დეტალს დაინახავთ პირველად.
ოლეგი ცნობილია თავისი უნიკალური მიდგომით, რადგან ის კარგად ფლობს გონებისთვის დამაბნეველი ხრიკების ტექნიკებს. ეს შესანიშნავად ჩანს ჩვენს დღევანდელ ტესტშიც.
ამ ვიზუალური ილუზიის ტესტის დასაწყებად, საკმარისია შეხედოთ ქვემოთ მოცემულ სურათს და დაიმახსოვროთ პირველი კადრი, რომელიც თვალში მოგხვდებათ. ადვილია, არა?
აქ სულ ოთხი განსხვავებული სურათია, რომლებსაც თქვენი აღქმიდან გამომდინარე შეამჩნევთ. მზად ხართ?
1. მოხუცი კაცის სახე
თუ პირველ რიგში მოხუცი კაცის სახე დაინახეთ, თქვენი მომხიბვლელი პიროვნული თვისება, რომელსაც ადამიანები ნაკლებად იგებენ, თქვენი ინტუიცია და გამჭრიახობაა.
ზოგადად დაკვირვებული და გონებაგახსნილი ადამიანი ხართ. თქვენ ყოველთვის არ აქვეყნებთ იმ ფაქტებს, თუ რამდენად ღრმად ხედავთ და აღიქვამთ ამა თუ იმ დეტალს, მაგრამ თუ ამას ააშკარავებთ, არავის უკვირს. თქვენ იღებთ ინფორმაციას, აანალიზებთ და ამუშავებთ მას და გასცემთ ღირებულ რჩევებს.
ადამიანებს უყვართ თქვენ გვერდით ყოფნა, რადგან ისინი იღებენ თქვენს ობიექტურ შეხედულებებს – იქნება ეს სხვადასხვა ადგილი, ადამიანი თუ სიტუაცია. იციან, რომ არასდროს მოიტყუებით, შესაბამისად, გენდობიან.
2. ქალი ქოლგით ხელში
თუ პირველად შეამჩნიეთ ქალი, რომელსაც ხელში გატეხილი ქოლგა უჭირავს, მაშინ ის პიროვნული თვისება, რომელსაც სხვები აღმერთებენ, არის თქვენი იუმორის გრძნობა.
ყველაზე რთული ამბების შუაგულშიც კი, იქნება ეს უმნიშვნელო, გატეხილი ქოლგა თუ ისეთივე სერიოზული საკითხი, როგორც გულის ტკენა, თქვენ არ შეგიძლიათ არ მოჰფინოთ სინათლე სიტუაიას მახვილგონივრული ხუმრობებითა და დამაჯერებელი სიტყვებით. გსურთ, რომ ეს სამყარო უკეთეს ადგილად აქციოთ.
თქვენ ანათებთ სხვების ცხოვრებას და ხალხი აღფრთოვანებულია თქვენი იუმორის გრძნობით. თქვენ ასევე ხართ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის აფასებს ცხოვრების არსს და მადლიერია არსებულით.
3. ქალი, რომელიც ხსნის ქოლგას
თუ თავდაპირველად ქოლგით მდგომი ქალი შენიშნეთ, თქვენი ყველაზე მომხიბვლელი პიროვნული თვისება მხიარული ბუნება და გახსნილი აზროვნებაა. მაშინაც კი, როდესაც გარემოებები არადამაკმაყოფილებელია და ადამიანები თავს კარგად არ გრძნობენ, თქვენი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი ყველაფერს უკეთესს ხდის ყველასთვის.
თქვენ გაწუხებთ, რომ ზოგჯერ ზედმეტმა პოზიტიურობამ შეიძლება ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნას, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ რაღაც: თქვენ მათი შთაგონების ყველაზე დიდი წყარო ხართ. არ დამალოთ თქვენი სითბო. თუ გაქვთ პოზიტიური ენერგია და შეგიძლიათ მისი გაზიარება, გთხოვთ ასეც მოიქეცით.
4. ყვავილები
თუ პირველად ყვავილები დაინახეთ, მაშინ თქვენი ყველაზე მიმზიდველი პიროვნული თვისება მგრძნობელობაა. ყოველთვის მგრძნობიარე ხართ სიტუაციებისა და ადამიანების მიმართ, რაც მიმზიდველს გხდით. თქვენ უკავშირდებით და უსმენთ ადამიანების შეგრძნებებს ძალიან ღრმა დონეზე და ახლოდან ეხებით მათ გულებს.
ზოგჯერ მხოლოდ შეხედვითაც აღმოაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, იქნება ეს ხელის ჩამორთმევა თუ სიტყვების წარმოთქმა სხვების მხრიდან. ყოველთვის შრგიძლიათ შეინარჩუნოთ თვალით კონტაქტი და ადამიანებს თავი უფრო დაფასებულად აგრძნობინოთ.
აბა, რას იტყვით, მოგეწონათ ეს პიროვნების ტესტი? გაგვიზიარეთ თქვენი პასუხები კომენტარებში!