ხშირად ამბობ პატარა და უწყინარ ტყუილებს, რათა თავი დააღწიო არასასურველ სიტუაციებს? თუ სრულყოფილად აყალბებ სიტუაციას და ეს ხელოვნების დონეზე გყავს აყვანილი, მაშინ ნამდვილად იმსახურებ ოსკარს. გაინტერესებს, კიდევ რომელი ზოდიაქოს ნიშნები იმსახურებენ ოსკარს კარგი მსახიობობისთვის? ამას დღეს გაიგებ.
აბა რომელ ჩვენგანს შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ ცხოვრებაში არ უთქვამს ტყუილი? ჩვენ ყველანი მივმართავთ ხანდახან მოტყუების ხრიკებს. ადამიანები, ზოგადად, მრავალი მრავალი მიზეზის გამო ვიტყუებით; მაგალითად იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები ზიანისგან, გადავარჩინოთ საკუთარი თავი, გამოვაძვრინოთ სიტუაციიდან ჩვენი მეგობრები და ასე შემდეგ – სია გრძელდება.
ამ მოტივაციების მიუხედავად, ზოგიერთ ჩვენგანს გარკვეული ჩვევებისა და თვისებების გაყალბების უნარი ნამდვილად კარგად აქვს განვითარებული. თან ისე, რომ ისინი იმსახურებენ ოსკარს როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის! მაშ, რა არის ის, რის გამოც შეგიძლიათ პროფესიონალურად მოიტყუოთ?
ნამდვილად არავის გვინდა, რომ სამყარომ იცოდეს ჩვენი მალული საიდუმლოებები, მაგრამ ჩვენ აქ ზოდიაქოს 12 ნიშნის დახმარებით რაღაცებს მაინც გავიგებთ. დიახ, სწორედ ზოდიაქოს ნიშანი ახერხებს შენი ცხოვრების გარკვეული ასპექტების ჩამოყალიბებას და ჩვენ ვაპირებთ გამოვავლინოთ, თუ რა საკითხთან დაკავშირებით იტყუება ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.
რა ცხოვებისეული როლის გამო მიიღებდი ოსკარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ყველა ადამიანს ისე აჩვენებ თავს, თითქოს ბავშვური პიროვნება გაქვს, სინამდვილეში ხშირად ავხორცული სურვილები და მიზნები გამოძრავებს, რასაც შესანიშნავად მალავ.
2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ისეთი პიროვნების როლს თამაშობ, ვისი გაგებაც ძალიან რთულია. ამას იმიტომ აკეთებ, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში პასუხისმგებლობა აირიდო.
3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ხშირად შენთვის საყვარელ ადამიანებს ატყუებ, რომ თითქოს მათ ინტერესებს იზიარებ და მათი მსგავსი გემოვნება გაქვს. ამას აკეთებ, რათა კომუნიკაცია გაახანგრძლივო.
4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)
გარშემომყოფებს აჩვენებ, თითქოს ბედნიერი ხარ, რათა ისინი არ შეაწუხო და ზედმეტი კითხვები არ დაგისვან. ამას ხშირად კომუნიკაციის არიდებისთვისაც იყენებ.
5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ძალიან მარტივად შეგიძლია დრამის შექმნა და უწყინარი სიტუაციის ისე შემოტრიალება, თითქოს ძალიან სერიოზული, მძიმე და ტრაგიკული რამ მოხდა.
6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ხშირად თამაშობ, რომ თითქოს ძალიან მოგწონს ადამიანებისთვის შეცდომების გასწორება და ამას შენც კი იჯერებ. შესაბამისად, როცა ვიღაც სიტყვით გამოდის, მათი ,,ავტოშემსწორებელი” ხდები.
7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
შეგიძლია ადამიანს დააჯერო, თითქოს ის შენთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს. სინამდვილეში კი შეიძლება საერთოდ არ გქონდეს მის მიმართ რაიმე ტიპის ემოცია.
8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
თავს ყველას ისე აჩვენებ, თითქოს ძალიან ცივი და უგულო ხარ და შენზე ემოციური ზემოქმედების მოხდენა არავის შეუძლია. ამას იმიტომ აკეთებ, რომ გეშინია გულის ტკენისა და იმედგაცრუების.
9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ხშირად კლოუნისა და გამრთობის როლს ირგებ, რადგან ადამიანები გაახალისო. შესაძლოა თავადაც ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, მაგრამ პოზიტიური როლის შესრულება ძალიან კარგად გამოგდის.
10. თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
სხვებს ხშირად ატყუებ, ვითომ ძალიან დაკავებული გრაფიკი გაქვს და ბევრს მუშაობ, რათა მარტო ყოფნის საშუალება გქონდეს და სოციალურ ურთიერთობებს თავი აარიდო.
11. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
თამაშობ, თითქოს ძალიან კომფორტული და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ. პირველი შთაბეჭდილების მოხდენა შენთვის აზარტული საქმეა, ამიტომ ახალ ადამიანებთან ცდილობ ბევრად უკეთესი გამოჩნდე.
12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
არ იმჩნევ გადაღლილობას და ცუდ ხასიათს, რათა ადამიანებს ენერგეტიკა არ დაუმძიმო. სხვების გამო საკუთარი ნეგატიურ ემოციებს ივიწყებ და მხიარული ხდები.
სიმართლე გაგათავისუფლებს
წინდახედულება და პატიოსნება ხშირად უამრავ გამოწვევას გვახვედრებს, მაგრამ როგორც კი გააცნობიერებ, რამდენად გამათავისუფლებელია სიმართლე, არასოდეს არაფერზე გაცვლი ამ შეგრძნებას!
ახლა, როცა იცი, რატომ იმსახურებენ ზოდიაქოს ნიშნები ოსკარს , გაგვიზიარე, შენ რისთვის უნდა მიიღო ეს ტიტული!