ყველამ ვიცით, რომ კბილებს ჩვენთვის შეუცვლელი ფუნქცია აქვს, როცა საქმე ეხება საყვარელი საკვების მირთმევასა და გულწრფელი გრძნობების ღიმილით გამოხატვას. მაგრამ იცოდით, რომ მათ ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდონ საკუთარი თავის შესახებ? მოდით, გავიგოთ, რას ამბობს კბილების ფორმა ჩვენს პიროვნებასა და ჯანმრთელობაზე.
კბილების განლაგების გარეგანი დათვალიერებით, შესაძლებელია თქვენი ქცევის, ცხოვრების სტილისა და მახასიათებლების შესახებ ფაქტების დადგენა, რაც ექსპერტების მიერაა აღწერილი. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, განაგრძეთ კითხვა.
რას ამბობენ კბილები ჩვენ შესახებ: 4 საოცარი ფაქტი
1. ინფორმაცია ბიოლოგიური სქესზე
99,8%-იანი სიზუსტის კვლევა ცხადყოფს, რომ მამაკაცებს სტატისტიკურად უფრო დიდი კბილები აქვთ ვიდრე ქალებს.
1. მამრობითი 2. მდედრობითი
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, როგორც წესი, უფრო მომრგვალებული წვერის მქონე წინა კბილები აქვთ. მაშინ როცა მამაკაცებს აქვთ გვერდითი საჭრელები, რომლებიც ხშირად უფრო დიდი და კუთხოვანი სტილისაა. ასე რომ, დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ადამიანის სქესი მხოლოდ მათი კბილების დათვალიერებით.
2. ინფორმაცია ასაკზე
იცოდით, რომ კბილებს ადამიანის ასაკის შესახებაც შეუძლიათ მოგვაწოდონ ცნობა? სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან ზრუნავთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, ასაკთან ერთად ისინი იცვლებიან.
კბილები, როგორც წესი, უფრო მართკუთხა ფორმისაა ახალგაზრდა ადამიანებში. უფრო მეტიც, მათ საჭრელ ნაწილებს ხშირად უფრო მომრგვალებული კიდეები აქვთ. ასაკთან ერთად კი ისინი უფრო მოკლე და კვადრატული ხდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანის კბილები სიგრძე, როგორც წესი, 1-დან 5 მილიმეტრამდე მცირდება. ამის მიზეზი კი ემალის ბუნებრივი ცვეთა და გახეხვისგან გამოწვეული მექანიკური ზემოქმედებაა.
3. ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკი
გაინტერესებთ რას ამბობენ თქვენი კბილები თქვენს ჯანმრთელობაზე? ისე, კბილები ბევრ რამეში წააგავს ხელი გულებს. მათში შედის ხის ტოტების მსგავსი ზრდის ხაზები, რომლებსაც შეუძლიათ ადრეული ბავშვობის გამოცდილების გაზიარება.
ამ თემაზე უახლესი კვლევების თანახმად, ექიმებს შეუძლიათ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის იდენტიფიცირება. ეს ხდება მათი სარძევე კბილების დათვალიერებითა და, რა თქმა უნდა, ოჯახის ისტორიის მონაცემების შესწავლით.
სარძევე კბილების ზრდის ნიშნებისა და სისქის მიხედვით შეიძლება გაიგოთ, ემუქრებათ თუ არა მათ ზრდასრულ ცხოვრებაში დეპრესიის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკი.
4. თქვენი პიროვნული თვისებები
ალბათ ცოტა რთული დასაჯერებელია, მაგრამ კბილები უამრავ ინფორმაციას ამჟღავნებს თქვენი პიროვნების შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ კბილის ფორმას, არამედ გარკვეულ ჩვევებსაც, რომლებიც დაკავშირებულია კბილებთან – მაგალითად, როგორიცაა მუდმივი კრაჭუნის ჩვევა ან ზედა ყბაზე არსებული კბილების ქვედა ყბის კბილებზე დაჭერა.
აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, რაც კბილებისა და პიროვნების კვეთაზე კიდევ ერთხელ გვიამბობს:
აგრესიული ტიპის ადამიანები
ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან აგრესიისკენ, ხშირად აქვთ მეტად უხეში და გამოხატული ფორმის მქონე კბილები. მათ პერიოდულად ასევე ახასიათებთ კბილების ხშირი ან ზედმეტად ძლიერად გახეხვა, რაც სტრესულ და მწვავე სიტუაციებში შეიძლება გამოვლინდეს.
მშფოთვარე ტიპის ადამიანები
შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანების ერთ-ერთი ჩვევა არის კბილების გახეხვა სტრესთან გამკლავების მიზნით. ამან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს დამცავი მინანქრისა და შედარებით პატარა ზომის კბილების ცვეთა.
შეჯიბრების მოყვარული ადამიანები
ყოველთვის იბრძვით გამარჯვებისთვის? შეჯიბრებების ზედმეტ სიყვარულს თან ახლავს კონცენტრაციის სირთულე და იმედგაცრუების, სიბრაზის ან ნერვული დაძაბულობის განცდა. ეს კი ხშირად იწვევს კბილების ან ყბის სახსრის დაძაბვას და ფორმის ცვლილებასაც.
პასიური და მოდუნებული ტიპის ადამიანები
მრუდის წვერის მქონე ბრტყელი კბილები უფრო ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ძირითადად მოდუნებული და მშვიდია. ისინი არ არიან მიჩვეულები მაღალი სტრესის გამომწვევ სიტუაციებს და სულ კომფორტს ეძებენ, რაც გამორიცხავს კბილების ღრჭენას ან ყბის დაძაბვას, ეს კი ასევე მიუთითებს კარგ სტომატოლოგიურ ჰიგიენაზე.
ჩვენი კბილები მნიშნელოვან ამბებს ყვებიან ჩვენზე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯების გადადგმა, რათა წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღიმილი.
საინტერესო იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის? გაგიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!