აირჩიეთ ფოტო და გაიგეთ მეტი თქვენი არაცნობიერი სურვილების შესახებ

პიროვნების ტესტებს ის ფუნქცია აქვთ, რომ მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო კონკრეტული სურათის საშუალებით გვაჩვენონ. ეს შეიძლება იყოს ნახატები, ილუზიური კადრები და აბსტრაქტული ფოტოებიც კი; იმისდა მიხედვით, თუ რას ვხედავთ პირველ რიგში და რას ვირჩევთ, ბევრს ამბობს ჩვენს პიროვნებაზე.

ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ცხრა ტიპის ადამიანი: პერფექციონისტი და მოაზროვნე, ლოიალური და დამოკიდებული, გამოწვევების მოყვარული, მზრუნველი და დამხმარე, ენთუზიასტი და ექსტროვერტი, ინდივიდუალისტი და ინტროვერტი, მკვლევარი და შემოქმედი, ლოიალური და წარმატებული, მშვიდობისმყოფელი და მშვიდი. როგორ ფიქრობთ, თქვენ რომელი ხართ?

მაშ ასე, დახედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს, აირჩიეთ ერთ-ერთ და გაიგეთ მეტი თქვენს პიროვნებაზე. ფოტოები ერთი შეხედვით მსგავსია, მაგრამ თუ დააკვირდებით, მკვეთრ განსხვავებებს იპოვით. რაც მთავარია, თქვენი არჩევანი არაცნობიერ მხარეებს გამოავლენს.

1. ნახატი 1

ამ სურათს გამოკითხულთა 20% ირჩევს და მისი მნიშვნელობა მართლაც განსაკუთრებულია. მთვარე მარჯვნივ არის, ზღვა კი მშვიდია. პირველი ფოტოს არჩევა ძალიან ნათლად მიუთითებს ვინ ხართ სინამდვილეში: თქვენი შემოქმედებითი სურვილები უსასრულოა. პატარა ასაკიდანვე მიხვდით, რომ მეტისმეტად დიდი ფანტაზია გაქვთ; თქვენი ოცნებები და სამომავლო გეგმები უზარმაზარია, ამიტომ მუდმივად მუშაობთ დიადი სურვილების ასრულებაზე. არ მოისვენებთ, სანამ არ მიაღწევთ იმ მიზნებს, რაც, დარწმუნებული ხართ, რომ დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. თქვენი ტემპი მართლაც შესაშურია, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ადამიანს უჭირს თქვენი წარმატებით გახარება.

2. ნახატი 2

10 ადამიანიდან 3 სწორედ ამ სურათს ირჩევს. კადრზე მთვარე მარჯვნივ არის, ქვემოთ კი მაღალი ტალღებია. თუ ეს სურათი აირჩიეთ, ესე იგი, გამოირჩევით ძლიერი პიროვნული თვისებებით, რასაც წარმოუდგენელად დიდი გავლენა აქვს თქვენს გრძნობებზე: როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს უსმენთ იმ ხმას, რასაც გული გეუბნებათ. თქვენ პატიოსანი, გულუხვი და კეთილი ხართ და ხშირად მოელით მსგავს ადამიანებთან შეხვედრას, რაც ყოველთვის ძალიან გახარებთ. ცვლილებები მისასალმებელია თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მათ იღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას რაიმე სახის სარგებელს მოაქვს.

3. ნახატი 3

თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანების რჩეულ 15%-ს, რომლებიც პირველად მესამე სურათს ამჩნევენ. რას ნიშნავს ეს კადრი? მთვარე მარცხნივ არის შეტრიალებული, ტალღები კი დაბალია. თქვენ გიყვართ განსხვავებული გზების ძიება სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მისაღებად. თქვენ ყოველთვის გქონდათ საშუალოზე მაღალი ინტელექტი, ამიტომ ცდუნება გაქვთ გაზარდოთ იგი, რასაც სამეცნიერო სტატიების, დიდი ავტორების ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვითა და ლოგიკური პრობლემების გადაჭრით ცდილობთ. თქვენს მახვილ გონებას არაფერი გამოეპარება და კარგად განვითარებულმა ინტუიციამ უკვე მრავალი პრობლემისგან გიხსნათ.

4. ნახატი 4

ესეც ასე, თითქმის გავედით სტატიის ბოლოში და მეოთხე კადრის დროც მოვიდა. ეს საკმაოდ საინტერესო ნახატია, სადაც მთვარე მარცხენა მხარესაა, ხოლო ტალღა ადიდებულია. ამის არჩევა კი ნიშნავს, რომ თქვენთვის სიმშვიდე და მოთმინება ყოველდღიური ცხოვრების ორი სასიცოცხლო ასპექტია: თქვენ ყოველთვის ცდილობთ მიიღოთ ყველაფერი ძალიან მშვიდად, შფოთვის გარეშე. და ეს განსაკუთრებით ეხება თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რათა მიღწეული შედეგები ყველაზე მომგებიანი იყოს. ცნობისმოყვარეობა თქვენი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა: თქვენ გსურთ, რომ იცოდეთ ყველაფერი სამყაროს შესახებ.

თქვენ რომელი კადრი აირჩიეთ ამ ოთხიდან? გაგვიზიარეთ კომენტარებში ეთანხმებით თუ არა მიღებულ შედეგებს!

Leave a Reply