ოდესმე გაგივლია ტიბეტური ტესტი? იცით თუ არა, რომ მსგავს გამოცდას შეუძლია ბევრად უკეთ გაგაცნოთ თქვენი ნამდვილი და რეალური ბუნება?
ჩვენი გონება მხოლოდ გაცნობიერებული ნაწილისგან არ შედგება, წამყვანი მხარე არაცნობიერ მხარეს უჭირავს. ამ ნაწილმა კი ლოგიკა რომ დაივიწყოს და ყველაფერი სიმბოლურად დაამუშაოს, ჩვენი ცნობიერისთვისაც კი საკმაოდ წარმოუდგენელ სიურპრიზებს მოამზადებს.
არაცნობიერი გონება არის კარიბჭე არამატერიალურ სამყაროში, რომელთანაც ყველა ადამიანს სურს დაკავშირება. აბა, მზად ხართ ამ გამოწვევისთვის? განაგრძეთ კითხვა და შეაბიჯეთ იმ მიმზიდველ და ბუნდოვან სამყაროში, რომლის გაცნობაც გინდათ.
იმისათვის, რომ სწორად დაასრულოთ ტესტი, უნდა იფიქროთ არა კონკრეტული, არამედ აბსტრაქტული თვალსაზრისით და საკმარისი ფოკუსირება მოახდინოთ თითოეულ სავარჯიშოზე. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, უბრალოდ მიჰყევით დინებას და შეარჩიეთ ის პასუხები, რომლებიც თქვენს თავში ზედმეტი ფიქრის გარეშე გაჩნდება.
დასაწყებად მხოლოდ ბლოკნოტი და კალამი დაგჭირდებათ.
მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ!
კითხვა #1 – წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ხუთი ცხოველია.
წარმოიდგინეთ, რომ გყავთ რამდენიმე ცხოველი (ისინი პერსონაჟების საკმაოდ საინტერესო გუნდს ქმნიან); მაშ ასე, თქვენ გყავთ ძროხა, ცხვარი, ვეფხვი, ცხენი და ღორი.
გაანაწილეთ ეს ცხოველები იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩათვლით, რომ ყველაზე კარგი იქნება. გახსოვდეთ, რომ არ უნდა იფიქროთ ძალიან დიდხანს; უბრალოდ დაწერეთ ამ ცხოველების სახელები თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით.
კითხვა #2 – აღწერეთ ამ სიაში არსებული ყველა არსებითი სახელი.
ძაღლი არის _______.
კატა არის _______.
ვირთხა არის _______.
ყავა არის _______.
ზღვა არის _______.
გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ზედსართავი სახელი ერთ არსებით სახელზე.
კითხვა #3 – იფიქრეთ იმ 5 ადამიანზე, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.
ამ ხუთი ადამიანიდან თითოეულისთვის აირჩიეთ ფერი შემდეგი სიიდან:
- ყვითელი
- ნარინჯისფერი
- წითელი
- თეთრი
- მწვანე
გახსოვდეთ, უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი ფერი ერთი ადამიანისთვის. რაც მთავარია, არ აირჩიოთ რაიმე ლოგიკის მიხედვით – შეარჩიეთ ინტუიციურად.
მაშ ასე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
მოდით დავყოთ თითოეული შეკითხვა და შევხედოთ რას ნიშნავს თქვენი პასუხები.
კითხვა #1 – თქვენი პრიორიტეტები
ძროხა: თქვენი კარიერა
ვეფხვი: თქვენი თვითშეფასება
ცხვარი: სიყვარული
ცხენი: ოჯახი
ღორი: ფული
კითხვა #2 – თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი
ძაღლი: თქვენი პიროვნული მხარე
კატა: თქვენი პარტნიორის პიროვნული მხარე
ვირთხა: თქვენი მტრების პიროვნული მხარე
ყავა: თქვენი შეხედულებები სექსის შესახებ
ზღვა: თქვენი ცხოვრება მთლიანობაში
ზედსართავი სახელი, რომელიც თქვენ აირჩიეთ ჩამოთვლილი არსებითი სახელების აღსაწერად, ეხება თქვენს არაცნობიერ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს კონკრეტული არსებითი სახელი და რას ფიქრობთ მის შესახებ.
კითხვა #3 – თქვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ
ყვითელი: ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.
ნარინჯისფერი: ადამიანი, რომელსაც ნამდვილ მეგობრად თვლით.
წითელი: ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიყვართ.
თეთრი: ადამიანი, რომელსაც თქვენს მონათესავე სულად თვლით.
მწვანე: ადამიანი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებთ.
ფერი დიდ როლს თამაშობს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ არაცნობიერი, ფარული ხედვის ჩამოყალიბებაში.
რას ფიქრობთ, რამდენად ზუსტია თქვენი შედეგები? თუ რაიმე ახალი გაიგეთ საკუთარი თავის შესახებ ამ ტიბეტური პიროვნების ტესტის მეშვეობით, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!