ის, რასაც პირველად შეამჩნევ, გეტყვის, თუ რა გჭირდება ურთიერთობისგან

”რაც გჭირდება და რაც გინდა, საერთოდ არ არის ერთი და იგივე.” – ჩერიზ სინკლერი

ყველა ჩვენგანს აქვს გარკვეული მოლოდინები და სურვილები, რითაც ჩვენს წარმოსახვაში პარტნიორმა უნდა დაგვაკმაყოფილოს. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს უნიკალური მოთხოვნილებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, თავი უფრო ახლოს ვიგრძნოთ პარტნიორთან და მთლიანად ჩავდოთ რესურსი ურთიერთობაში.

რა გჭირდება რეალურად შენ?

სიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური გრძნობაა, რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს. ეს განცდა ძალიან ჯანსაღია ჩვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური კარგად ყოფნისთვის. ყველას გვაქვს გარკვეული ფსიქიკური და ემოციური მოთხოვნილებები, რომლებიც გვსურს ურთიერთობაში შევივსოთ. და როცა ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ჩვენ ვგრძნობთ სიყვარულს, დაფასებას, უსაფრთხოებას და სასურველობას.

იმის გაგება, თუ რა გჭირდებათ პარტნიორისგან, არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას და კავშირს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი ცხოვრების ხარისხს. ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაში ჩვენ გვინდა ვიგრძნოთ:

  • სიყვარული
  • დაფასება
  • პატივისცემა
  • სექსუალური სასურველობა
  • დამოუკიდებლობა
  • ნდობა
  • დაცულობა
  • უსაფრთხოება
  • დანახვა
  • გაგება
  • განვითარების შესაძლებლობა
  • საიმედოობა

ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის ძირითადი მოთხოვნები. მაგრამ ნუთუ ესაა ყველაფერი, რაც გჭირდებათ? ისევ გრძნობთ, რომ ამ ყველაფერს რაღაც აკლია? არის კიდევ რამე, რამაც შეიძლება ურთიერთობაში თავი სრულყოფილად გაგრძნობინოთ? დიახ. კიდევ არის. არსებობს გარკვეული ფარული სურვილები და მოთხოვნილებები, რომელთა შესახებაც შეიძლება ახლა კარგად არ ვიცოდეთ.

ამ ოპტიკური ილუზიის ტესტის შედეგები არამარტო დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, არამედ მიიღოთ გარკვეული სიცხადე იმის შესახებ, თუ რა გსურთ თქვენი საყვარელი პარტნიორისგან.

უბრალოდ შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და დააკვირდით, რას შეამჩნევთ პირველ რიგში. მას შემდეგ რაც მიიღებთ პასუხს, შეამოწმეთ იმის ინტერპრეტაცია, თუ რას ავლენს პირველად შემჩნეული სურათი სიყვარულისა და ურთიერთობების საჭიროების შესახებ.

მაშ ასე, დააკვირდით კარგად

თუ პირველად შეამჩნიეთ:

1. მამაკაცის სახე: თქვენ გსურთ იგრძნოთ გაგება

თქვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმ ვერსიას აჩვენებთ, რომელთანაც სხვა ადამიანები ახერხებენ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ეს გეხმარებათ, რომ ხალხს უფრო მარტივად მოეწონოთ.

აღნიშნული ჩვევა შეიძლება იყოს პრობლემა, რადგან მეტისმეტად გსურთ, რომ გაგიგონ თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა, განსაკუთრებით ეს პარტნიორებს ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ რთული ინდივიდი ხართ, თქვენი პარტნიორისთვის ძალიან რთული ხდება თქვენი გაცნობა ან გაგება, მით უმეტეს, რომ თქვენ მათ მხოლოდ თქვენი პიროვნების ცალკეულ ასპექტებს აჩვენებთ.

მაგრამ როგორც კი მათ მისცემთ შესაძლებლობას და დროს, ისინი აუცილებლად გაგიგებენ. ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის მოთმინება და საკუთარი თავის ყველა ასპექტის ეტაპობრივად გამოვლენა. ისინი მეტად შეგიყვარებენ და დაგაფასებენ.

2. ადამიანი მოსაცმელში: გსურთ მიგიღონ

ურთიერთობაში რომანტიული პარტნიორისგან თქვენ გჭირდებათ სრული მიღება. თქვენ ჯერ ვერ შეძელით ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მთელი გულით მიგიღებთ და შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ. თქვენი ყოფილი პარტნიორების უმეტესობამ ვერ შეძლო თქვენი მელანქოლიური ბუნების გაგება, რადგან ისინი უფრო მეტად თქვენს „გამოსწორებაზე“ იყვნენ ორიენტირებულები.

თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დააფასოს და შეიგრძნოს თქვენი სიღრმისეული აღქმა სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ და დაინახოს ნამდვილი სილამაზე თქვენს სევდიან პიროვნებაში.

3. მაგიდაზე დაწოლილი ბავშვი: გსურთ უკეთ განვითარდეთ

ურთიერთობაში გინდათ იგრძნოთ სიყვარული და პიროვნული ზრდა. ეს არის ის, რაც თქვენს გულს ნამდვილად სურს მოსიყვარულე და მზრუნველი პარტნიორისგან. ეს არ ნიშნავს რომ ძიძა გჭირდებათ. თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც გაგიგებთ და გააცნობიერებს თქვენს ემოციურ მოთხოვნილებებს. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც იზრუნებს თქვენზე და გაგრძნობინებთ თავს დაცულად, მშვიდად და უსაფრთხოდ. ადამიანი, რომელიც დაგიჭერთ მხარს პიროვნული ზრდის პროცესში.

თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მუდამ გვერდით დაგიდგებათ და ცხოვრებას ნაკლებად დაგიმძიმებთ. გესაჭიროებათ ძლიერი ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ცხოვრების საყრდენი და მოგცემთ საშუალებას, რომ მშვიდად დაიძინოთ ყოველ საღამოს და გქონდეთ იმის ცოდნა, რომ არსებობს ვინმე, ვისაც ენდობით.

4. ჯადოქარი, რომელიც კითხულობს წიგნებს: თქვენ გსურთ იგრძნოთ სულიერი კავშირი

თქვენ გსურს მძაფრი სულიერი კავშირი რომანტიული ურთიერთობისგან. თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორთან ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირის გაზიარებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იზიარებდეთ ერთსა და იმავე რელიგიურ ან სულიერ შეხედულებებს.

თუმცა, თქვენ იზიდავთ ისეთი ცნობისმოყვარე გონების მქონე ადამიანებს, რომლებსაც სურთ ცხოვრების სხვადასხვა სულიერი ასპექტის ცოდნა და უყვართ მთელი სამყარო. თქვენ გინდათ ისეთი პარტნიორი, რომელიც გაიზიარებს თქვენს ენთუზიაზმს სულიერების მიმართ, თუნდაც ისინი თავად არ ცხოვრობდნენ სულიერი ცხოვრებით.

5. თეთრ სამოსში გამოწყობილი ორი დამსწრე: თქვენ გსურთ იგრძნოთ ახალი გამოწვევები

თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობას გაალამაზებს. გსურთ ის იყოს თქვენთან ერთად, გენდოთ და მხარი დაგიჭიროთ. თუმცა, თქვენ ასევე გინდათ, რომ პარტნიორი საჭიროების შემთხვევაში დაგიპირისპირდეთ, წინ წამოწიოს თავისი შეხედულებები და შეგეკამათოთ, როცა ჩათვლის, რომ არ ხართ მართალი.

თქვენ არ გსურთ მორჩილი პარტნიორი. გჭირდებათ ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება თქვენთან შედავების. გსურთ იყოთ ისეთ ურთიერთობაში, სადაც თქვენც და თქვენი პარტნიორიც შეძლებთ ერთმანეთის მხარდაჭერას და გამოწვევების დაძლევას გრძელვადიან პერსპექტივაში.

თქვენ რა გჭირდებათ ურთიერთობისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply