რა ფერის სასმელს აირჩევდი? გაგვიზიარე და და გაიგე, რას ითხოვს შენი სული

მრავალი საუკუნის განმავლობაში, ალქიმიკოსები, ჯადოქრები და მაგები ცდილობდნენ დაემზადებინათ წამალი, რომელიც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა ან უფრო საინტერესოს გახდიდა. დღეს ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ ერთი სახალისო ტესტი, რომლის დახმარებითაც უნდა წარმოიდგინოთ, თუ ჯადოქრების მომზადებულ რომელ სასმელს მიირთმევდით და რომლის შეფუთვაა თქვენთვის ყველაზე მოსაწონი.

რა ფერის სასმელს დალევდით?

გადახედეთ ამ ფერად სასმელებს და იფიქრეთ იმაზე, თუ რა გსურთ სამყაროში ყველაზე მეტად. ამ ტესტმა შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს იმის შესახებ, თუ რა სწყურია თქვენს სულს. მოცემული სასმელები შეესაბამება წყლის მაგიას. წყლის ელემენტი კი, თავის მხრივ, შეესაბამება ჩვენს ემოციებს, ჩვენს გულში დამალულ ღრმა სურვილებსა და შიშებს. დღევანდელ ტესტს შეუძლია ბევრი რამ გითხრათ ამ ყველაფრის შესახებ.

1. მწვანე ფერის სასმელი – მუდამ ახალგაზრდად დარჩენა გსურთ

მწვანე ფერის სასმელი ნიშნავს, რომ გწყურიათ შერიგება თქვენს წარსულთან არჩევანთან. უპირატესობა, რომელსაც ახალგაზრდობის შენარჩუნება გაძლევს, სინამდვილეში, წარსულთან მშვიდობის დამყარების ყველაზე დახვეწილი გზაა. ახალგაზრდა სხეულში ცხოვრება რომ შეგეძლოთ, ალბათ უმეტეს შემთხვევაში გააკეთებდით სხვაგვარ არჩევანს და გაჰყვებოდით იმისგან განსხვავებულ გზას, ვიდრე აქამდე გაიარეთ.

მაგრამ იცით რა არის? თქვენი თითოეული არჩევანი რეალურად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენი ენერგია არის ის, რამაც რეალურად განაპირობა კონკრეტული ტიპის ცხოვრება და ბედი, ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. თქვენ ესა თუ ის სცენარი მიიზიდეთ იმის გამო, რომ რეალური მიზეზი არსებობდა.

2. ლურჯი ფერის სასმელი – გსურთ წყალში შეძლობთ სუნთქვა

თქვენ გსურთ განსაკუთრებული სუპერძალა გქონდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ წყალში შეძლოთ სუნთქვა. შეიძლება ითქვას, რომ ქალთევზობა გინდათ.

ქალთევზად ქცევა კი რეალურად არის გაქცევა ამ სამყაროდან. ალბათ გაგიჭირდებათ ურთიერთობაში ან თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების რომელიმე ასპექტში საკუთარი თავის სრულად შენარჩუნება და გაჩერება. აშკარაა, რომ ცხოვრებაში რაღაცამ ძალიან დაგღალათ. არსებობს მოვლენა, რომელმაც შინაგანად დაგცალათ და სასწაულების მიმართ რწმენისგან გაგათავისუფლათ. თქვენი სურვილია, რომ ისევ დაბრუნდეთ ზღვაში და ჩაყვინთოთ მის უსაზღვრო შესაძლებლობებში.

3. შავი ფერის სასმელი – გსურთ იყოთ ყველასთვის უჩინარი

ეს არის შავი ფერის სასმელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯადოსნური წამალი, რომელიც უხილავს გაგხდით. გსურთ შეძლოთ, რომ თან იაროთ და თან სხვების ყურადღება არ მიიპყროთ? რატომ გაქვთ ამის სურვილი?

რასაც თქვენ ახლა გრძნობთ, ალბათ არის ის, რომ აღარ შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაც ნამდვილად გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ყველა თქვენი გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ბრმად მიჰყვეთ მათ. როცა გრძელვადიან ურთიერთობაში ხართ, თავს ხაფანგში გრძნობთ, რომლის წესებიც საზოგადოებამ დააწესა. ეს კონტროლი კი გაშინებთ.

4. წითელი ფერის სასმელი – გსურთ ხელში ჩაიგდოთ ძალაუფლება და გაიმარჯვოთ ცეცხლზე

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მართლაც ძალიან მაგარია. ცეცხლზე გამოვლენილ ძალაუფლებას პიროკინეზი ჰქვია და ეს ბევრს ეჩვენება საინტერესოდ. ასევე უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ბევრი საერთო თვისება იმ ადამიანებს შორის, ვისაც რეალურად შეუძლია ცეცხლის გაკონტროლება.

პიროკინეტიკი არის ის ადამიანი, ვისი ემოციებიც იმდენად ძლიერია, რომ რეალურად შეუძლია დაგროვილი ენერგიის გამოსხივება საკუთარი აურიდან. ცეცხლი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ფორმაა და ჩვენი ძლიერი ემოციები ცეცხლთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ცეცხლის გაკონტროლება, შეიძლება რეალურად გინდოდეთ გააკონტროლოთ ყველა მძვინვარე ემოცია, რაც თქვენ შიგნით არსებობს. სიყვარული, ვნება, რისხვა, ეს ყველაფერი არის ის, რაც თქვენში ცხოვრობს.

5. მეწამული ფერის სასმელი – გსურთ შეგეძლოთ ტელეპორტაცია

ეს ჯადოსნური მეწამული სასმელი რეალურად გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინოთ ტელეპორტირება დროსა და სივრცეში, ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას. საოცარია, არა? მაგრამ რა გიბიძგებთ ამ ძალის არჩევისკენ?

პირველ რიგში, ამ სასმელის არჩევა ნიშნავს თქვენს ვნებას, იპოვოთ რეალური ნამდვილი მიზანი ცხოვრებაში. შეიძლება ახლა მოგწონდეთ თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანი, მაგრამ თან ფიქრობთ, რომ რაღაც გაკლიათ.

თქვენ რა ფერის სასმელი აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply