რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი შიში? აღმოაჩინეთ ამ ტესტის საშუალებით

მოცემული სურათი აიძულებს თქვენს არაცნობიერ გონებას, რომ ფიგურები შიშთან დააკავშიროს. პირველი ფიგურა, რომელსაც ფოტოზე დაინახავთ, ბევრ ახალ დეტალს გამოავლენს თქვენს დაფარულ შიშებზე.

ფსიქოანალიზის ტესტები სწრაფი და მარტივია. მათი ეფექტურობა კი – გასაოცარი. საკმარისია წაიკითხოთ იმ პირველი ფიგურის შესახებ, რომელსაც თვალს მოჰკრავთ და ამაში თავად დარწმუნდებით.

რა დაინახეთ პირველად?

1. პატარა გოგონა

თუ პირველი გამოსახულება, რაც ამ სურათზე დაინახეთ, იყო პატარა გოგონა, ესე იგი, თქვენი შიში ბავშვობიდან მომდინარე ჩახშობილ ემოციებს ეხება.

არსებობს უამრავი სახის მოვლენა, რომელსაც შეუძლია ბავშვის გონება დააბნიოს. თუ ბავშვის ემოციები სათანადოდ არ არის დამუშავებული, ეს შეიძლება ზრდასრულ ასაკში გაჩნდეს შიშების, დამოკიდებულებების, შემეცნებითი შაბლონებისა და შეუსაბამო სურვილების სახით.

დედასთან ურთიერთობა გადამწყვეტია თქვენი ემოციური განვითარებისთვის. თუ ბავშვს მოუწია ძალიან დიდი დროის გატარება დედის ფიგურისგან მოშორებით, ან თუ დედა ადრეულ ბავშვობაში თითქმის არ ავლენდა შვილისადმი სიყვარულს, შესაძლებელია, ბავშვს განუვითარდეს გადაწყვეტილების მიღების ან პასუხისმგებლობის აღების შიში.

2. პეპელა

პეპელა ერთ-ერთი ის სიმბოლოა, რომელიც როგორც წესი დადებით მნიშვნელობას უკავშირდება. თუმცა, ამ სიმბოლოს უფრო ღრმა არაცნობიერი მნიშვნელობა აქვს.

სიზმრების ინტერპრეტაციის თანახმად, პეპელა ცვლილებებისა და დასაწყისის ნიშანია.

კაშკაშა და ფერადი პეპელა არის იმედის სიმბოლო, ახალი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო უფერო პეპელა კი უკავშირდება ჩვენს არარეალიზებულ შესაძლებლობებს.

3. მარწყვი

თუ პირველი ფიგურა, რომელიც დაინახეთ არის მარწყვი, ესე იგი, თქვენი ყველაზე დიდი შიში მოდის იმ არაცნობიერი წინააღმდეგობისგან, რომელიც თქვენ გაქვთ სიყვარულის მიმართ.

ეს შიში ხშირად ბავშვობიდან მოდის და იქიდან, თუ როგორ გამოხატავდნენ ჩვენი მშობლები ერთმანეთის მიმართ გრძნობებს ჩვენ თვალწინ. თუმცა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმ სასტიკი გულისტკივილით, რომელიც თქვენს ერთ-ერთ პირველ ურთიერთობაში იწვნიეთ.

მარწყვის დიდი ზომა ცხადყოფს, თუ რამდენი სიყვარულის გაცემა გსურთ. ის ამბობს, რომ თქვენს გულში ძალიან ბევრი სიყვარულია, რომელსაც საკუთარ თავში თრგუნავთ და რომლის გაცემისაც გეშინიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ეს მტკივნეულ შედეგებს გამოიწვევს.

4. ობობა

ობობა, როგორც სიმბოლო, მიედინება ღრმა არაცნობიერი შიშისკენ და გვახსენებს, რომ ჩვენი გარემო არ არის უსაფრთხო.

თუ ამ სურათზე პირველად დაინახეთ ობობის ფიგურა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი არაცნობიერი შიში მომდინარეობს თქვენი უუნარობიდან, თავი იგრძნოთ უსაფრთხო გარემოში.

თქვენ ყოველთვის ადევნებთ თვალს დეტალებს და ცდილობთ იპოვოთ რაიმე არასწორი და საშიში ყველაზე უსაფრთხო ადგილებშიც კი. საშიშროების ეს მუდმივი პერსპექტივა ხელს გიშლით, რომ მთლიანად დანებდეთ ლამაზ და ბედნიერ მომენტებს და, როგორც წესი, ზედმეტად ფიქრობთ ყველაფერზე. შფოთვა და პანიკის შეტევები შეიძლება იყოს ის, რასაც ებრძვით.

5. ხეები

ხე ჩვენი ფესვების სიმბოლოა და ამ შემთხვევაში მას უფრო ღრმა სიმბოლიკა აქვს. ორი ხე, რომელიც ქმნის ხიდს, სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენში არის შინაგანი კონფლიქტი, რომლის გადაჭრას კიდევ ვერ მოვახერხებთ. ეს არის ემოციური განხეთქილება, რომლის შერწყმა არ შეგვიძლია.

თუ ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ამ სურათზე დაინახეთ, იყო ორი ხე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყველაზე დიდი შიში მოდის ამ არაცნობიერი ემოციური განხეთქილების გაჩენისგან. თქვენ გეშინიათ საკუთარი თავის რაღაც ნაწილის მიღების და მუდმივად ებრძვით შინაგან კონფლიქტებს.

6. დათვები

დათვი არის იმ მეგობრის სიმბოლო, რომელიც უპირობოდ გვიგებს, გვავსებს სითბოთი და სიყვარულით და უსაფრთხოდ გვამყოფებს. როდესაც ბავშვს რამის ეშინია, ის ეხუტება თავის დათუნიას.

თუმცა, დათუნიები ამ სურათზე განსხვავებულად გამოიყურებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეშინიათ იმის, რომ გეშინოდეთ.

ეს შიში მომდინარეობს არაცნობიერი ტრავმიდან, რომელიც ალბათ თქვენს ბავშვობაში გადაიტანეთ. შესაძლოა ეს იყო მოვლენა, როდესაც განიცადეთ შიში და არაფერი გქონდათ ისეთი, რაც დაგამშვიდებდათ.

7. ჩონჩხი

თუ პირველ რიგში თავის ქალა დაინახეთ, მაშინ თქვენ ხართ ის, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირს და ძალიან დიდხანს ფიქრობს პატარა ნიუანსებსეც კი; განსაკუთრებით რთულია თქვენთვის დიდი და მნიშვნელოვანის ამბების გადაჭრა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თვითშეფასების პრობლემებით, რის გამოც ზოგჯერ არ ენდობით საკუთარ თავს, რომ რაიმეს სწორად გააკეთებთ.

თქვენი თვითშეფასების პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ თქვენ არასოდეს გქონდათ დაფასება და აღიარება თქვენი მშობლების და ახლობლების მხრიდან თქვენი მიღწევების გამო, და ამის გამო ყოველთვის გგონიათ, რომ საკმარისად კარგი არ ხართ.

თქვენ რა დაინახეთ ფოტოზე სულ პირველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები!

Leave a Reply